სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა თამარ
თამაზაშვილმა 24.09.2019 – 25.10.2019 პერიოდში 61 ; 62 კლასებში ჩაატარა სოციალური პროექტი ,,ხელოვნება და სამყარო’’. დღევანდელ თაობათა პრობლემა გადამეტებული ყურადღებაა
კომპიუტერული და სატელეფონო თამაშების მიმართ, რაც იწვევს უამრავ პრობლემას. მხედველობის
დაქვეითებას, დასხივებას, სწავლისასდმი ინტერესის დაკარგვას, პრობლემებს მშობლებთან
და ახლობლებთან. თამაშებზე დამოკიდებულება იწვევს აგრესიას თანატოლებსა და მოზარდებს
შორის. იცვლება დამოკიდებულება რეალურ სამყაროსთან და გადადის ირეალურ სამყაროში, სადაც
შეიძლება მოხდეს ბავშვის მიჯაჭვულობა და ყველაზე
უარეს შემთხვევაში შეიძლება მოზარდი გახდეს სუიციდისა და ბულინგის მსხვერპლი. მოსწავლეებს
უნდა ვაგრძნობინოთ რამდენად ლამაზი და სასიამოვნოა,
როდესაც ქმნი ხელოვნების ნიმუშს, საკუთარ იდეას, იმას, რაც მოგწონს, იმას რაც მხოლოდ
შენ გაქვს და შენია, ანახო საზოგადოებას და თანატოლებს. ავუხსნათ თუ რა სასიამოვნოა
საკუარი ხელით განხორციელებული იდეის საბოლოო სახე, ჩავუნერგოთ შემოქმედებითი სიყვარულის
განხორციელების სურვილი.
No comments:
Post a Comment