სსიპ
ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა მარიანა თაბუკაშვილმა 21.10.2019– 22.11.2019 პერიოდში 9-1
; 9-2 კლასებში ჩაატარა სოციალური პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი პრიორიტეტია“.
ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი
ორგანიზმისთვის. ეს ყველას სხვადასხვანაირად ესმის. ის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის
დაცვა აუცილებელია, თითქმის ყველამ კარგად იცის, მაგრამ მთავარი დეტალები ბევრს არც
კი აქვს გაცნობიერებული.
მოზარდებს ურჩევნიათ სწრაფი კვების ობიექტებში ან სუპერმარკეტებში
შეძენილი პროდუქტებით კვება. არ იცავენ ჰიგიენის წესებს. არ კავდებიან ფიზიკური აქტივობებით,
ეძალებიან მავნე ჩვევებს.
განსაკუთრებით აქტუალურია მოზარდებში სოლარიუმში სიარული.
ისინი ვერ საზღვრავენ და არც აქვთ შესაბამისი ცოდნა, რა შეიძლება მოჰყვეს ულტრაიისფერი
სხივების ჭარბად დასხივებას; მათ არ იციან, რომ სოლარიუმში ხშირი ვიზიტი, ორგანიზმში კარცეროგენული პროცესის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება
გახდეს, რამაც შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს.
No comments:
Post a Comment