წრე „პალიტრა“


სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლაში 2019 წლის სექტემბრიდან პედაგოგ თამარ მარღიშვილის ხელმძღვანელობით  ფუნქციონირებს  წრე - წრე     „პალიტრა“, რომლის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ ხელოვნებისადმი ინტერესი, დაეხვეწონ თანამშრომლობითი კულტურა, შეძლონ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რეალიზება მათთვის საინტერესო გარემოში.
მოსწავლეებისათვის საინტერესო იყო მუშაობა თემებზე:
·         ხელოვნების პირველი ნიმუშები - პრეისტორიული ხანის 10 შთამბეჭდავი მხატვრობა (მღვიმეები);
·   ანტიკური ახლო აღმოსავლეთის, ანტიკური ეგვიპტის, ანტიკური საბერძნეთის, ეტრუსკებისა და რომაელების ცივილიზაციები;
·         დასავლეთის  და აღმოსავლეთის ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები;
·         ქართული ხელოვნების ისტორია - ძალისის მოზაიკიდან დღემდე...
განვლილ პერიოდში მათ შექმნეს დიორამები, გამოძერწეს თიხისა და პლასტელინისაგან სხვადასხვა ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი ფიგურები, მოამზადეს კედლის მხატვრობის ნიმუშების ასლები, მოამზადეს  არაერთი საინტერესო პრეზენტაცია.















No comments:

Post a Comment