სსიპ
ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა მარიანა თაბუკაშვილმა 17.10.2019–19.11.2019
პერიოდში 9-1; 9-2; 9-3 კლასებში ჩაატარა სოციალური პროექტი -
,,ნორჩი ფიზიკოსები’’.
ამ ბოლო დროს, მოსწავლეები
ნაკლებ ინტრესს იჩენენ საბუნებისმეტყველო საგნებისადმი, განსაკუთრებით კი ფიზიკისადმი,
ამის მიზეზი კი პირველ რიგში საგნის სირთულე და
სკოლებში არასათანადო რესურსებია. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი გავხადოთ
უფრო საინტერესო, საჭიროა მოსწავლეზე ორიენტირებული
სასწავლო გარემოს შექმნა. რაც გულისხმობს სასწავლო
პროცესის ისე დაგეგმვას, რომ გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა საჭიროებები, ასაკი
და ინტერესები. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ თეორიაში
ნასწავლის პრაქტიკაში გადატანა. მათ უმრავლესობას ნაკლებად ადარდებს თუ რამდენად შეძლებენ თეორიაში ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენებას, მათთვის
უფრო პრიორიტეტი თეორიის სწავლა და მიღებული შეფასებაა. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა
შეძლონ თეორიაში შეძენილი ცოდნა დაუკავშირონ პრაქტიკას და შეძლონ მისი ცხოვრებაში გამოყენება.
ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით დაიგეგმა სოციალური პროექტი, რაც მოსწავლეებში ხელს
შეუწყობს ფიზიკის სწავლისადმი მოტივაციის გაზრდას,
სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გახდება.
No comments:
Post a Comment