,,ვისწავლოთ ცხოველების მოვლა და ვიზრუნოთ მათზე’'


სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის ფიზიკის   მასწავლებელმა მარიანა თაბუკაშვილმა 17.10.2019–19.11.2019 პერიოდში 6-3 კლასებში ჩაატარა სოციალური პროექტი ,,ვისწავლოთ ცხოველების მოვლა და ვიზრუნოთ მათზე’'.
სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ცუდად ექცევიან ცხოველებს, არ ეპყრობიან მათ თანაგრძნობით. ცოცხალ, პატარა არსებებს უყურებენ, როგორც გასართობ საგნებს. ბევრი ცხოველი უყურადღებობის გამო ხვდება ცხოველთა თავშესაფარში. შინაურ ცხოველებს ჭირდებათ ყურადღება და შესაბამისი ზრუნვა, რომ გაიწვრთნას და საფრთხე არ შეუქმნას ირგვლივ არავის.
სწორედ ამ საკითხის საფუძვლიანი ცოდნისთვის გადავწყვიტე ამ პროექტის მომზადება, რომ ამ საკითხის უცოდინრობამ, უარყოფითად არ იმოქმედოს საზოგადოების კულტურაზე. არ დაირღვეს არც ქალაქის მაცხოვრებლების და არც ცხოველთა უფლებები.






No comments:

Post a Comment