,,არა ძალადობას, არა ჩაგვრას’’


სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების   მასწავლებელმა თამარ თამაზაშვილმა 15.10.2019-27.11.2019 პერიოდში 62 ; 72  კლასებში ჩაატარა სოციალური პროექტი ,,არა ძალადობას, არა ჩაგვრას’’.
ძალადობის  თემა  ძალიან მტკივნეულია დღევანდელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით, კი მოზარდებისთვის, ცხადია ძალადობის გავლენას ყველა ბავშვი განიცდის, როგორც სკოლებში ასევე ოჯახებში, ძალადობად ითვლება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური გავლენა, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას, მძიმედ აისახება მის მომავალზე, ძალადობის მსხვერპლი მოზარდები განიცდიან მძიმე მორალურ და ფიზიკურ ზიანს, ყალიბდებიან არასსრულფასოვან პიროვნებებად, აქვთ არასწორი შეხედულება ადამიანების მიმართ, არ აქვთ ჩამოყალიბებული ემპათიური მიდგომები, დამოკიდებულებები და შეგძნებები, ასეთი ადამიანები შემდგომში  თავად აზიანებენ  სხვებს, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად.






No comments:

Post a Comment