სსიპ
ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა თამარ თამაზაშვილმა 10.10.2019 – 12.11.2019 პერიოდში 63
; 64 კლასებში ჩაატარა სოციალური პროექტი ,,ჩემი საოცნებო ხელოვნების ოთახი’’.
თანამედროვე მოზარდებისათვის მატერიალური ინტერესების
გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს ესთეტიურ სილამაზეს. მოსწავლეთა უმრავლესობა ატარებს დროს
იმ ოთახში სადაც ამზადებს გაკვეთილებს, ხშირად არასასურველი გარემო ნეგატიურ გავლენას
ახდენს მოსწავლეთა ფსიქიკასა და სწორი გემოვნების ჩამოყალიბებაზე, ხშირად მოსწავლეებს
თავისდაუნებურად უჩნდებათ შური მეგობრების საცხოვრებელი ოთახების, კარგი და კეთილ მოწყობის
გამო, სურს თვითონაც ჰქონდეს საოცნებო ოთახი, ხშირად ბავშვებს ერიდებათ
საკუთარი საცხოვრებლის გამო და არ სურთ
მეგობრების სახლში მიყვანა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი შეიძლება გახდეს
მეგობრებს შორის კომუნიკაციის გაუარესების კუთხით. გარდა საცხოვრებელი გარემოს ერთფეროვნებისა, ბავშვებს
სკოლაშიც ერთფეროვან გარემოში უწევთ მუშაობა. უმჯობესი იქნებოდა ხელოვნების გაკვეთილები ტარდებოდეს შესაბამის გარემოში, სადაც ინტერიერი
იქნებოდა უფრო ფერადი და ხალისიანი, რაც პოზიტიურად აისახებოდა მათ ფანტაზიაზე. მოსწავლეები
შეძლებდნენ საკუთარი ნიჭისა და უნარის უკეთ
წარმოჩინებას, ასევე ხელს შეუწყობდა მოსწავლეებში თვითშეფასების ამაღლებას ხელოვნების
კუთხით, ეს სტიმულს მისცემს მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს სწორი ხედვა, რაც ხელს
შეუწყობს სამომავლოდ სოციუმში ადაპტაციის უნარის
განვითარებას და გამოიწვევს ესთეტიური გემოვნების
ჩამოყალიბებას.
No comments:
Post a Comment