სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლაში 02.11.2019–25.11.2019 პერიოდში ტარდება ლიტერატურული
კონკურსი-„ჩემი პროზა“, კურატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ
ქუთათელაძე. მონაწილეობა შეუძლიათ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.
პროექტის მიზანია:
1.წერის უნარის განვითარება;
2. შემოქმედებითი უნარის განვითარება;
3.თავისუფალი და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
4.მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
კონკურსის პირობები:
Ø მოსწავლე
წერს მცირე ზომის (250-300 სიტყვა) პროზაულ ტექსტს - მინიატურას/ჩანახატს/მოთხრობას,
რომელიც არსად არ ყოფილა გამოქვეყნებული;
Ø კონკურსის თემატიკა - მოზარდები საუბრობენ პრობლემებზე;
Ø ერთი მოსწავლე წერს მხოლოდ 1 ტექსტს;
Ø მუშაობის დრო განსაზღვრულია -
90 წუთი;
Ø ტექსტი შექმნილია ქართულ ენაზე;
Ø არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ/უცენზურო სიტყვებს, გამოთქმებს, შინაარსს.
პროექტის განხორციელების
ეტაპები -
Ø პროექტზე
მუშაობას ვიწყებთ საინფორმაციო სამუშაოებით საკონკურსო პირობების გასაცნობად;
Ø საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ქართული ენის კათედრის წარმომადგენლები
წარვუდგენთ შერჩეულ თემატიკას;
Ø გავაცნობთ ლიტერატურული კონკურსის მიზნებს, სტანდარტს, შეფასების რუბიკას
და ვადებს;
Ø განვუმარტავთ დავალებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საორგანიზაციო და საკვანძო საკითხს;
Ø ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებელთა და ადმინისტრაციის
წარმომადგენლის მონაწილეობით შეიქმნება ნაშრომების
გამსწორებელთა და საპრეტენზიო კომისიები;
Ø მოვიწვევთ მოსწავლეებს კონკურსზე;
Ø კონკურსი გაიმართება სპეციალურად მომზადებულ საკლასო ოთახში/ოთახებში;
Ø კომისია გაასწორებს მოსწავლეთა ნაშრომებს, რომელთაგან გამოვლინდება:
2 - საუკეთესო ნაშრომი - I ადგილი
(1 საბაზო და 1 საშუალო საფეხურიდან);
2 - II ადგილი (1 საბაზო და 1
საშუალო საფეხურიდან);
2 - III ადგილი (1 საბაზო და 1
საშუალო საფეხურიდან);
სულ
გამოვლინდება 6 საუკეთესო პროზაული ნაწარმოები,
რომელთა ავტორებს სკოლის ადმინისტრაცია დააჯილდოებს შესაბამისი საჩუქრებით.
მოსწავლეთა ნაშრომების
შეფასება
№
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
0
ქულა
|
1
ქულა
|
2
ქულა
|
3
ქულა
|
ქულათა
მაქსიმალური რაოდენობა
|
1
|
ტექსტის შესაბამისობა პირობასთან
|
არ შეესაბამება პირობას (ნაშრომი არ ფასდება, თუ პასუხობს
პირობას)
|
ნაშრომი ნაწილობრივ შეესაბამება პირობას
|
ნაშრომი სრულად შეესაბამება პირობას
|
2
|
|
2
|
კრეატიულობა
|
არ ჩანს მოსწავლის კრეატიული აზროვნების უნარი
|
ჩანს მოსწავლის კრეატიული აზროვნების უნარი
|
საუკეთესოდ ჩანს მოსწავლის კრეატიული აზროვნების უნარი
|
2
|
|
3
|
შემოქმედებითობა
|
არ ჩანს შემოქმედებითი უნარი
|
ნაწილობრივ
ჩანს შემოქმედებითი უნარი, თუმცა სიუჟეტი/იდეა/ფაბულა გაცვეთილი და სტანდარტულია
|
ჩანს შემოქმედებითი უნარი,
|
საუკეთესოდ ჩანს შემოქმედებითი უნარი,
|
3
|
4
|
იდეის აქტუალურად წარმოდგენა
|
საერთოდ არ არის აქტუალური
|
იდეა არის აქტუალური
|
იდეა მეტად აქტუალურია
|
2
|
|
5
|
გრამატიკა (მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური,
სტილისა და პუნქტუაციური წესების დაცვა)
|
დაშვებულია 6-ზე მეტი შეცდომა
|
არ არის დაშვებული 6-ზე მეტი შეცდომა
|
1
|
No comments:
Post a Comment