08.11.2019 – 22.11.2019 პერიოდში სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების მასწავლებლის თამარ მარღიშვილის ხელმძღვანელობით
VIII კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლების
მონაწილეობით ჩატარდა სოციალური პროექტი „ნარჩენი ოქროა“, რომელიც ძალიან აქტუალური იყო თანამედროვეობის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის, ნარჩენების სეპარირების სიმწვავიდან გამომდინარე.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა არის ერთ-ერთი მთავარი
გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ნაწილს კვლავ გადაულახავ პრობლემად რჩება. მოსწავლეებმა
იმუშავეს ამ უმწვავესი პრობლემების გააზრებაზე, კერძოდ: დახატეს საინტერესო ნახატები ნარჩენების, კერძოდ,
პლასტმასის სეპარირების თემაზე და გამოფინეს სხვა მოსწავლეებისათვისაც; გაიგეს, რომ
ნარჩენების გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეს ვიდეოფილმები, რომელთა დასრულების
შემდეგ მოაწყვეს დისკუსია ფილმში წამოჭრილ პრობლემებსა და საზოგადოების არაადეკვატურ და არასწორ დამოკიდებულებაზე მის მიმართ. ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეთა მოსაზრებები.
No comments:
Post a Comment