ორი განსხვავებული სამყარო


01.10.2019 – 27.10.2019 პერიოდში ისტორიის მასწავლებლის თამარ გაგუას ხელმძღვანელობით VIII-XII კლასების მოსწავლეებისა  და მათი მშობლების მონაწილეობით  ჩატარდა  სასკოლო სოციალური პროექტი  „ორი განსხვავებული სამყარო“. კონფლიქტების, საომარი მოქმედებების შედეგების გააზრება რთული პროცესია, მაგრამ მოსწავლეებისათვის ამ მოვლენების გააზრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოში არსებული ცხელი წერტილები და ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური ხასიათის დაპირისპირებების სიმრავლე, რომლებშიც, სამწუხაროდ,  უშუალოდ მონაწილეობენ ბავშვები, საზოგადოების  ყველაზე მოწყლვადი ნაწილი, მუდმივად გვახსენებს თავს. ამ სახის კონფლიქტების ერთადერთი ორევენცია არის მეტი ცოდნა და განათლება, რათა სწორად შეაფასონ რთული ვითარება თანამედროვე მსოფლიოში და საქართველოშიც. მათ შეისწავლეს იმ ბავშვების ცხოვრება, რომლებსაც უწევდათ ომების სიმწვავის საკუთარ თავზე განცდა.  განსაკუთრებით საინტერესო იყო ანა ფრანკის დღიურებსა და მალალა იუსაფზაის „მე ვარ მალალას“ დამუშავებაზე მუშაობა. პროექტის ყველა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა.










No comments:

Post a Comment