სსიპ ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის 10-1, 10-2 და 10-3 კლასის მოსწავლეები
ფიზიკის პედაგოგთან ქეთევან
სადრაძესთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდნენ ილიაუნის SALiS ლაბორატორიაში. მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები ფიზიკაში
Pasco -ს სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს მე-8 და მე-9 კლასის მასალა
და ჩაატარეს ექსპერიმენტები, აღრიცხეს მონაცემები, გამოიტანეს დასკვნა. ერთი ექსპერიმენტი
მე-11 კლასის მასალიდან იყო, რაც მე-10 კლასელებს ჯერ ნასწავლი არ ჰქონდათ, მაგრამ
მოსწავლეთა ჯგუფმა კარგად აუღო ალღო ექსპერიმენტის შესაბამის თეორიას და შეძლო ექსპერიმენტის
წარმატებულად ჩატარება. ყველზე სასიხარულო ის იყო, რომ ექსპერიმენტის შედეგები დიდი
სიზუსტით ახლოს იყო თეორიულ შედეგთან.
მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს მეცნიერული კვლევის,
მონაცემთა აღრიცხვის, დასკვნების ჩამოყალიბების უნარები.