ჟურნალისტთა წრე


     სსიპ - ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებისათვის 2017-2018 სასწავლო წელს გაიხსნა შემოქმედებითი წრე "ჟურნალისტები“. ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ქუთათელაძე.
წრის მიზანი - დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების განვითარება, მხატვრული და ანალიტიკური წერის, დისკუსიისა და დებატების წარმართვის უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის უნარის დახვეწა.
ასაკობრივი ჯგუფი - IX და X კლასის მოსწავლეები.
მოსალოდნელი შედეგი - მოსწავლეები შეძლებენ როგორც წერის კულტურის განვითარებას, ასევე შეიძენენ ჟურნალისტური საქმიანობის ელემენტარულ ჩვევებს, რაც დაეხმარება მათ თავიანთი აზრის თავისუფლად და კორექტულად გამოხატვასა და პრობლემათა გადაჭრის გზების ძიებაში.
ჯგუფის ყოველი წევრი ვალდებულია, დაიცვას წინასწარ შემუშავებული ქცევის წესები, შეასრულოს გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები; გაითვალისწინოს წრის სხვა წევრთა შესაძლებლობები და სურვილები; იყოს ტოლერანტული და პატივი სცეს განსხვავებულ აზრს.




***

სტატია აღზრდა → წაიკითხეთ
ძალა აღმართს ყოველთვის ვერ ხნავს → წაიკითხეთ
მოხუცები → წაიკითხეთ



***

  ომი და ბავშვები - ამ თემაზე იმუშავეს ჟურნალისტთა წრის მოსწავლეებმა აპრილში, როცა ანა ფრანკის დღიურები განიხილეს. შთაბეჭდილებები გაუზიარეს თანატოლებს, შექმნეს სასწავლო დამატებითი რესურსები თემის ირგვლივ.

აფინიან ომი
ბუხრაშვილი ლ. ომი
გაჩეჩილაძე ომი
ცქიფურიშვილი → მე და ანა ფრანკი

                                           
***

      ჟურნალისტთა წრის მოსწავლეთათვის  2017-2018 სასწავლო წელს ბოლო სამუშაო  თემა იყო შშშმ პირთა უფლებები და საზოგადოებაში ინტეგრაცია. წრის წევრებმა იმუშავეს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, მოამზადეს საინტერესო  პრეზენტაციები, ვიდეო მასალა და გამართეს დისკუსია. მოიწვიეს დაინტერესებული თანაკლასელები და  შეთანხმდნენ, რომ, მართლაც, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.




No comments:

Post a Comment